ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის ყველა მონაწილე ცნობილია #1TVSPORT
პოლონელი ჩოგბურთელი ჰუბერტ ჰურკაჩი გახდა 2021 წლის შემაჯამებელი ტურნირის ბოლო მონაწილე. მან პარიზის „მასტერსის“ ნახევარფინალში გააღწია და გაინაღდა ATP-ის დასკვნით ჩემპიონატში თამაში, რომელშიც სეზონის შედეგების მიხედვით რვა საუკეთესო ჩოგბურთელი იღებს მონაწილეობას.
ATP Finals-ის ყველა მონაწილის სია ასე გამოიყურება:
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი)
ალექსანდრ ზვერევი (გერმანია)
დანიილ მედვედევი (რუსეთი)
ანდრეი რუბლიოვი (რუსეთი)
სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი)
კასპერ რუუდი (ნორვეგია)
მატეო ბერეტინი (იტალია)
ჰუბერტ ჰურკაჩი (პოლონეთი)
პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის წლის შემაჯამებელი ტურნირი 14-21 ნოემბერს გაიმართება.