ჩოგბურთი | წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში ჯოკოვიჩი ​რუუდს დაუპირისპირდება #1TVSPORT
ჩოგბურთი | წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში ჯოკოვიჩი ​რუუდს დაუპირისპირდება #1TVSPORT

დიდი სლემის ტურნირების 21-გზის გამარჯვებულმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ATP-ის 2022 წლის შემაჯამებელი ტურნირის ნახევარფინალურ შეხვედრაში ამერიკელი ტეილორ ფრიცი ორ სეტში, 7:6(5), 7:6(6) დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე კასპერ რუუდი იქნება. ახალგაზრდა ნორვეგიელმა ფინალში გასასვლელად რუსი ანდრეი რუბლიოვი მარტივად, 6:2, 6:4 დაამარცხა.

ჯოკოვიჩს ეს ტურნირი ხუთჯერ აქვს მოგებული. დღევანდელ შეხვედრაში წარმატების შემთხვევაში, სერბი როჯერ ფედერერის რეკორდს გაიმეორებს. ტურინში მიმდინარე შეჯიბრების ფინალში გამარჯვებული რეკორდულად დიდ საპრიზო თანხას – 4 740 300 დოლარს მიიღებს.

ჯოკოვიჩისა და რუუდის მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.