ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის ნახევარფინალური ეტაპის წყვილები ცნობილია #1TVSPORT
ტურინში პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა (ATP) შორის წლის შემაჯამებელი ტურნირის ჯგუფური ეტაპი დასასრულს მიუახლოვდა. უკვე ცნობილია შეჯიბრების ნახევარფინალური წყვილები.
საუკეთესო ოთხეულში გასვლა იანიკ სინერმა, დანიილ მედვედევმა, კარლოს ალკარასმა და ნოვაკ ჯოკოვიჩმა მოახერხეს.
ხვალ, 18 ნოემბერს ნახევარფინალში სინერი მედვედევს შეხვდება, ხოლო კარლოს ალკარასის მეტოქე მსოფლიოს პირველი ნომერი ნოვაკ ჯოკოვიჩი იქნება.
სინერსა და მედვედევს ერთმანეთის წინააღმდეგ რვაჯერ აქვთ ნათამაშები, საიდანაც ორჯერ სინერმა მოიგო და ექვსჯერ – მედვედევმა. რაც შეეხება ჯოკოვიჩისა და ალკარასის დაპირისპირებას, მათ შორის ფრეა, ორჯერ სერბმა გაიმარჯვა, ორჯერ კი – ესპანელმა.
ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირი 1970 წლიდან ტარდება ინდივიდუალურ და წყვილთა თანრიგში. ყველაზე მეტჯერ ღონისძიებას ლონდონმა უმასპინძლა, ხოლო ტურინისთვის ეს მესამე შეჯიბრებაა.
ტურნირის რეკორდსმენები როჯერ ფედერერი და ნოვაკ ჯოკოვიჩი არიან ექვს-ექვსი ტიტულით. სერბ ჩოგბურთელს წელს აქვს შანსი, ერთპიროვნული ლიდერი გახდეს.