ATP-ის წლის შემაჯამებელი ჩემპიონატის გამარჯვებული სარეკორდო თანხას მიიღებს #1TVSPORT
ATP-ის წლის შემაჯამებელი ჩემპიონატის გამარჯვებული სარეკორდო თანხას მიიღებს #1TVSPORT

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) წლის შემაჯამებელი ტურნირის გამარჯვებული ჩოგბურთის ისტორიაში სარეკორდო საპრიზო თანხის მფლობელი გახდება, – წერს გამოცემა Tennis365.

იტყობინებიან, რომ ჩემპიონი 4.7 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. ჩოგბურთელი, რომელიც ჯგუფურ ეტაპზე სამივე შეხვედრას მოიგებს, 1.5 მილიონ დოლარს მიიღებს. ტურნირის სარეზერვო მოთამაშის შემოსავალი იქნება 150 ათასი დოლარი, თუნდაც საერთოდ არ მოუწიოს კორტზე გასვლა.

დღეისთვის ერთ ტურნირზე მოღებული ჰონორარის ოდენობით რეკორდი ეკუთვნის ავსტრალიელ ეშლი ბარტის, რომელმაც შარშან, WTA-ის წლის შემაჯამებელ ტურნირზე მოგებისთვის 4.42 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

ტურნირი 13-20 ნოემბერს იტალიის ქალაქ ტურინში გაიმართება. ამ მომენტისთვის სეზონის დასკვნით ჩემპიონატში თამაშის უფლება მოიპოვეს: ნოვაკ ჯოკოვიჩმა (სერბეთი), კარლოს ალკარასმა (ესპანეთი), რაფაელ ნადალმა (ესპანეთი), კასპერ რუუდმა (ნორვეგია) და სტეფანოს ციციპასმა (საბერძნეთი).