იტალიის ქალაქ ტურინში, სადაც მომავალ კვირას პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) წლის შემაჯამებელი ტურნირი გაიმართება, სეზონის დასკვნითი ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა.
წლის რვა საუკეთესო ჩოგბურთელი ორ ჯგუფად დაიყო:
მწვანე ჯგუფი: რაფაელ ნადალი (ესპანეთი), კასპერ რუუდი (ნორვეგია), ფელიქს ოჟე-ალიასიმი (კანადა), ტეილორ ფრიტცი (აშშ);
წითელი ჯგუფი: სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი), დანიილ მედვედევი (რუსეთი), ანდრეი რუბლიოვი (რუსეთი), ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი).
ტურნირი კვირას დაიწყება: რუუდი ოჟე-ალიასიმს შეხვდება, ნადალი – ფრიტცს.