ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები აცხადებენ, რომ გასული ღამისა და დილის განმავლობაში ზაპოროჟიეს ელექტროსადგურში ათზე მეტი აფეთქება მოხდა
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები აცხადებენ, რომ გასული ღამისა და დილის განმავლობაში ზაპოროჟიეს ელექტროსადგურში ათზე მეტი აფეთქება მოხდა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების განცხადებით, რომლებიც ზაპოროჟიეს ბირთვულ ელექტროსადგურში იმყოფებიან, გასული ღამისა და დილის განმავლობაში, 10-ზე მეტი აფეთქების ხმა გაიგეს.

მათივე ინფორმაციით, აფეთქების შედეგად სადგურის ტერიტორიაზე რამდენიმე შენობა, სისტემა და აღჭურვილობა დაზიანდა, თუმცა არც ერთი მათგანი კრიტიკული მნიშვნელობის არ არის.

ატომური საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი, უკრაინულ და რუსულ მხარეს მიმართავს, რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველყონ სადგურის გარშემო არსებულ ტერიტორიაზე ბირთვული უსაფრთხოება.

ცეცხლის გახსნაში რუსეთი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს.