AS - "ატლეტიკოს" ფორვარდი ნარკომოვაჭრეებთან კავშირშია ეჭვმიტანილი
AS - "ატლეტიკოს" ფორვარდი ნარკომოვაჭრეებთან კავშირშია ეჭვმიტანილი

მადრიდის “ატლეტიკოსა” და არგენტინის ნაკრების 22 წლის ფორვარდი ანხელ კორეა ნარკომოვაჭრეებთან კავშირშია ეჭვმიტანილი, – ამის შესახებ გაზეთი AS წერს.

ფეხბურთელის სამშობლოში მიმდინარეობს სასამართლო ნარკომოვაჭრეთა დაჯგუფების წინააღმდეგ, რომელსაც Los Monos (“მაიმუნები”) ჰქვია.

კორეა ეჭვმიტანილია იმაში, რომ 2012 წელს, როცა ეს დაჯგუფება მოთამაშის მშობლიურ პროვინციაში იყო დაბანაკებული, ბანდასთან დანაშაულებრივი კავშირი ჰქონდა.

ფეხბურთელის ყოფილ აგენტ ანხელ ფრანსისკო ლაპიანას საქმეში ბრალდებულის სტატუსი აქვს. კორეა გამოძიებასთან თანამშრომლობას დათანხმდა.

წლევანდელ სეზონში ანხელ კორეამ ესპანეთის ჩემპიონატში 22 მატჩი ჩაატარა და ექვსი გოლი გაიტანა