„ატლეტიკომ“ „ტოტენჰემი“ დიდი ანგარიშით დაამარცხა - ლონდონელებმა მეკარე მე-17 წუთზე შეცვალეს [ვიდეო] #1TVSPORT
„ატლეტიკომ“ „ტოტენჰემი“ დიდი ანგარიშით დაამარცხა - ლონდონელებმა მეკარე მე-17 წუთზე შეცვალეს [ვიდეო] #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში „ატლეტიკომ“ 5:2 დაამარცხა „ტოტენჰემი“.

მადრიდელები მე-15 წუთისთვის მარკოს ლორენტეს, ანტუან გრიზმანისა და ხულიან ალვარესის გოლებით 3:0-ს იგებდნენ. აქედან ორი გოლი „ტოტენჰემის“ მეკარის, ანტონინ კინსკის უხეშ შეცდომას მოჰყვა, რის გამოც ის მე-17 წუთზე შეცვალეს.

ლონდონელთა კარში გულიელმო ვიკარიო ჩადგა, რომელსაც 22-ე წუთზე რობენ ლე ნორმანმა გაუტანა. რამდენიმე წუთში სტუმართაგან პირველი გოლი პედრო პორომ გაიტანა.

მეორე ტაიმში გუნდებმა გოლები გაცვალეს – ხულიან ალვარესმა 55-ე წუთზე აღადგინა ოთხბურთიანი უპირატესობა, რასაც სტუმრებმა 76-ე წუთზე დომინიკ სოლანკეს გოლით უპასუხეს.

5:2 – „ატლეტიკოს“ ყველაზე დიდი ანგარიშით მოგებაა ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში, სადაც მადრიდული კლუბი დიეგო სიმეონეს ხელმძღვანელობით შინ არასოდეს დამარცხებულა. ეს სერია 20 მატჩს ითვლის.

განმეორებითი შეხვედრა ლონდონში 18 მარტს გაიმართება.