„ატლეტიკომ“ სიმეონეს ხელმძღვანელობით პირველად წააგო ჩემპიონთა ლიგაზე გუნდთან, რომელშიც კრიშტიანო რონალდო არ თამაშობდა - ფაქტები ლაიპციგი-ატლეტიკოს მატჩიდან
„ატლეტიკომ“ სიმეონეს ხელმძღვანელობით პირველად წააგო ჩემპიონთა ლიგაზე გუნდთან, რომელშიც კრიშტიანო რონალდო არ თამაშობდა - ფაქტები ლაიპციგი-ატლეტიკოს მატჩიდან

მადრიდის „ატლეტიკო“ გავარდა ჩემპიონთა ლიგიდან მეოთხედფინალში “ლაიპციგთან“ წაგების (1:2) შემდეგ.

ეს არის დიეგო სიმეონეს მწვრთნელობისას „ატლეტიკოს“ პირველი გავარდნა ჩემპიონთა ლიგიდან იმ გუნდისგან, რომელშიც კრიშტიანო რონალდო არ თამაშობს.

შვიდიდან ექვს სეზონში მადრიდელები ჯგუფიდან გადიოდნენ და ხუთჯერ ისინი 35 წლის პორტუგალიელის გუნდთან დამარცხდნენ.

2013/14 და 2015/16 წლების სეზონებში „ატლეტიკომ“ „რეალთან“ ფინალში წააგო, 2014/15 წლების გათამაშებაში – მეოთხედფინალში, 2016/17 წლებში – ნახევარფინალში.

2018/19 წლების სეზონში დიეგო სიმეონეს გუნდი „იუვენტუსს“ ხვდებოდა, რომელშიც კრიშტიანო რონალდო გადავიდა და ორი მატჩის ჯამში 2:3 დამარცხდა.

 

სხვა ფაქტები:

* „ლაიპციგის“ მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი ყველაზე ახალგაზრდა ნახევარფინალისტი მწვრთნელია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში – 33 წლისა და 21 დღის.

* „ლაიპციგი“ ყველაზე ახალგაზრდა გუნდია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც ნახევარფინალამდე მიაღწია. კლუბი 2009 წელს არის დაარსებული.

* „ბაიერნსა“ და „დორტმუნდს“ თუ არ ჩავთვლით, „ლაიპციგი“ გახდა პირველი გერმანული კლუბი 2011 წლის შემდეგ, რომელიც ნახევარფინალში გავიდა.

* დანი ოლმო მეორე ფეხბურთელი გახდა ამ სეზონში ერლინგ ჰალანდის შემდეგ, ვინც ორ კლუბში გაიტანა გოლი – ზაგრების „დინამოში“ და „ლაიპციგში“.

* 21 წლის ტაილერ ადამსი პირველი ამერიკელია, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალურ ეტაპზე გაიტანა.