„ატლეტიკომ“ ერნანდესი გაურკვეველი ვადით დაკარგა
„ატლეტიკომ“ ერნანდესი გაურკვეველი ვადით დაკარგა

მადრიდის „ატლეტიკოს“ პრესსამსახურმა გამოაცხადა, რომ გუნდის მცველმა ლუკა ერნანდესმა მარჯვენა მუხლის ტრავმა მიიღო. განცხადებაში წერია, რომ ფრანგმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება „რეალთან“ ესპანეთის ჩემპიონატის მატჩის შემდეგ გაიარა და მყესების დაჭიმულობის დიაგნოზი დაუსვეს. თუმცა, კლუბი არ იტყობინება, რამდენს გამოტოვებს ერნანდესი.

აღსანიშნავია, რომ მცველს დეკემბერში ჰქონდა მარჯვენა მუხლის მსგავსი ტრავმა და მაშინ თამაში ერთი თვე ვერ შეძლო. ლუკა ერნანდესი საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატის გამარჯვებულია.

ამასობაში, „ატლეტიკოს“ ძირითად ჯგუფში დაბრუნდნენ დიეგო კოშტა და სტეფან სავიჩი, რომლებმაც ტრავმები მოირჩინეს.