„ატლეტიკომ“ და „ლივერპულმა“ სტუმრად მოიგეს - ჩემპიონთა ლიგა, II ტური - B ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა #1TVSPORT
ფაქტები
* ჯორდან ჰენდერსონმა მე-400 მატჩი ჩაატარა „ლივერპულის“ შემადგენლობაში. ის კლუბის 27-ე ფეხბურთელია, ვინც ამ ზღვარს მიაღწია.
* მოჰამედ სალაჰმა 30-ე და 31-ე გოლები გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე. ის მესამე აფრიკელია დიდიე დროგბასა (44) სამუელ ეტო’ოს (30) შემდეგ, ვინც ტურნირზე 30-გოლიან ზღვარს მიაღწია.
* სალაჰს ამ სეზონში რვა მატჩში რვა გოლი აქვს.
* სალაჰი ხუთი მატჩია უგოლოდ არ ტოვებს მოედანს.
* მანემ ჩემპიონთა ლიგაზე მე-20 გოლი გაიტანა.
* ანტუან გრიზმანმა „ატლეტიკოში“ დაბრუნების შემდეგ პირველი გოლი გაიტანა.
* „მილანმა“ 2778 დღის შემდეგ პირველად ჩაატარა ჩემპიონთა ლიგის მატჩი „სან სიროს“ სტადიონზე. ბოლოს ეს მოხდა 2014 წლის 19 თებერვალს და მაშინაც მეტოქე „ატლეტიკო“ იყო.
მილანი-ატლეტიკო 1:2
გოლები: 1:0 რაფაელ ლეაო (20), 1:1 გრიზმანი (84), 1:2 სუარესი (90+7-პენ)
მილანი (4-3-3): მენანი – კალაბრია, რომანიოლი, ტომორი, ერნანდესი – სელმაკერსი (81. კალულუ), ბენასერი (81. ფლორენცი), კესი – დიასი (57. ჟირუ), რებიჩი (34. ტონალი), ლეაო (57. ბალო ტურე).
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი – ტრიპიერი (40. ჟოაო ფელიქსი), ხიმენესი, ფელიპე, ერმოსო (46. რენან ლოდი) – ლორენტე, კოკე (61. გრიზმანი), კონდოგბია (64. ლემარი), კარასკო (46. დე პაული) – ა. კორეა, სუარესი.
გაძევება: კესი (29. მილანი)
პორტუ-ლივერპული 1:5
გოლები: 0:1 სალაჰი (18), 0:2 მანე (45), 0:3 სალაჰი (60), 1:3 ტარემი (75), 1:4 რობერტო ფირმინო (77), 1:5 რობერტო ფირმინო (83)
პორტუ (4-4-2): დიოგო კოშტა – კორონა, პეპე, მარკანო, სანუსი (56. ვენდელი) – ურიბე (56. ვიტინია), სერჟიო ოლივეირა (67. პეპე) – ოტავიო (14. ვიეირა), ტონი მარტინესი (46. გრუიჩი), ლუიშ დიასი – ტარემი.
ლივერპული (4-3-3): ალისონი – მილნერი (66. გომესი), მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი – ჯონსი, ფაბინიო, ჰენდერსონი (73. ოქსლეიდ-ჩემბერლენი) – სალაჰი (66. რობერტო ფირმინო), დიოგო ჟოტა (88. ორიჯი), მანე (66. მინამინო).
თ მ ფ წ ბ ქ
- ლივერპული 2 2 0 0 8-3 6
- ატლეტიკო 2 1 1 0 2-1 4
- პორტუ 2 0 1 1 1-5 1
- მილანი 2 0 0 2 3-5 0