ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის პირველ მატჩში „ბრიუგე“ მეხუთედ ხვდებოდა საკუთარ მოედანზე „ატლეტიკოს“ და ისევ არ წააგო, თუმცა ახლოს იყო ამასთან. პირველი ტაიმი მადრიდელებმა 2:0 მოიგეს ალვარესისა და ლუკმანის გოლებით. მეორე ტაიმის რვაწუთიან მონაკვეთში ონიედიკამ და ტრესოლდიმ ანგარიში გაათანაბრეს, რასაც 79-ე წუთზე „ატლეტიკოს“ კიდევ ერთხელ დაწინაურება მოჰყვა – ბურთი საკუთარ კარში ორდონიესმა ჩაჭრა. მაგრამ „ბრიუგე“ არ გატყდა და ცოლისმა საბოლოო ანგარიში გააფიქსირა – 3:3.
ყველაფერი განმეორებით მატჩში გადაწყდება, რომელიც 24 თებერვალს გაიმართება.