„ატლეტიკო“ პლეი ოფში პირველი ადგილიდან გავიდა – ჩემპიონთა ლიგა, VI ტური, E ჯგუფი [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* „ატლეტიკომ“ ზედიზედ მე-20 საშინაო მატჩი მოიგო (17 – ლა ლიგაში, 3 – ჩემპიონთა ლიგაზე) და საკლუბო რეკორდი გაიმეორა.
* ანტუან გრიზმანმა ჯგუფურ ეტაპზე ხუთი გოლი გაიტანა და პირადი რეკორდი დაამყარა.
* „ატლეტიკომ“ 2016 წლის შემდეგ პირველად დაიკავა ჯგუფში პირველი ადგილი. წინა ოთხ გათამაშებაში (2018-19, 2019-20, 2020-21, 2021-22) მადრიდული კლუბი მეორე ადგილზე გადიოდა.
სელტიკი-ფეიენოორდი 2:1
გოლები: 1:0 პალმა (33-პენ), 1:1 მინტე (82), 2:1 ლაგერბილკე (90)
ატლეტიკო-ლაციო 2:0
გოლები: 1:0 გრიზმანი (6), 2:0 ლინო (51)
| თ | მ | ფ | წ | ბ | ქ | |
| 1. ატლეტიკო | 6 | 4 | 2 | 0 | 17-6 | 14 |
| 2. ლაციო | 6 | 3 | 1 | 2 | 7-7 | 10 |
| 3. ფეიენოორდი | 6 | 2 | 0 | 4 | 9-10 | 6 |
| 4. სელტიკი | 6 | 1 | 1 | 4 | 5-15 | 4 |