„ატლეტიკო“ კავანის სამწლიან კონტრაქტს სთავაზობს
„ატლეტიკო“ კავანის სამწლიან კონტრაქტს სთავაზობს

მადრიდის „ატლეტიკო“ მოლაპარაკებებს აწარმოებს „პარი სენ-ჟერმენის“ ურუგვაელ თავდამსხმელ ედინსონ კავანისთან. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„კავანი „ატლეტიკოს“ დიეგო კოშტას შემცვლელად სურს, ამიტომ მას სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს. ედინსონი 1 ივლისს თავისუფალი აგენტი ხდება“, – წერს ჟურნალისტი.

მადრიდული კლუბი კავანის შეძენას ჯერ კუდევ გასულ ზამთარ ცდილობდა, თუმცა მაშინ შეთანხმება ვერ შედგა.

მიმდინარე სეზონში ურუგვაელმა პარიზული კლუბის შემადგენლობაში 22 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.