„ატლეტიკმა“ ევრო 2024-დან გამოვარდნილი გუნდების სიმბოლური ნაკრები შეადგინა - მათ შორის სამი ქართველია #1TVSPORT
The Athletic-მა იმ გუნდების ფეხბურთელებისგან სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომლებიც ევრო 2024-ს დაემშვიდობნენ. ავტორიტეტული სპორტული გამოცემის რჩეულ თერთმეტეულში საქართველოდან ყველაზე მეტი, სამი მოთამაშე მოხვდა.
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (საქართველოს ნაკრები).
მცველები: ვლადიმირ ცუფალი (ჩეხეთი), იოაკიმ ანდერსენი (დანია), რიკარდო კალაფიორი (იტალია), დავიდ განკო (სლოვაკეთი).
ნახევარმცველები: ნიკოლას სეივალდი (ავსტრია), სტანისლავ ლობოტკა (სლოვაკეთი), კრისტიან ერიქსენი (დანია).
თავდამსხმელები: დენის მანი (რუმინეთი), ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო), გიორგი მიქაუტაძე (საქართველოს ნაკრები).
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად გავიდა და მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც ესპანეთის ეროვნულ გუნდთან 4:1 დამარცხდა, მაგრამ ტურნირის 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.