„ატლასგლობალი“ თბილისი-სტამბოლის მიმართულებით ფრენებს წყვეტს
„ატლასგლობალი“ თბილისი-სტამბოლის მიმართულებით ფრენებს წყვეტს

თურქული ავიაკომპანია „ატლასგლობალი“ თბილისი-სტამბოლის მიმართულებით ფრენებს 9 ნოემბრიდან წყვეტს. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველ კომპანია „ტავ ჯორჯიაში” დაუდასტურეს.

რეისების გაუქმების შესახებ შეტყობინება უკვე მიიღეს მგზავრებმა, რომლებსაც ბილეთები შეძენილი ჰქონდათ.

არსებული ინფორმაციით, კომპანია ფრენებს ფინანსური პრობლემების გამო აჩერებს.

ამასთან, „ატლასგლობალმა“ საქართველოში ფრენები ადრეც შეწყვიტა და ერთწლიანი პაუზის შემდეგ  მიმდინარე წლის 16 ივლისიდან განაახლა.