ატლანტიკ სითიში კომენდანტის საათი კიდევ ერთი კვირით გახანგრძლივდა
ატლანტიკ სითიში კომენდანტის საათი კიდევ ერთი კვირით გახანგრძლივდა

აშშ-ში, ატლანტიკ სითიში კომენდანტის საათი კიდევ ერთი კვირით გახანგრძლივდა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

განცხადება ქალაქის მერმა, მერთი სმოლმა გააკეთა. კომენდანტის საათი 19:00 საათიდან დაიწყება. მერს არ დაუკონკრეტებია, რომელ საათამდე წესდება შეზღუდვა.

ქალაქის მერი ამბობს, რომ ის რაც ატლანტიკ სითიში ხდება დაუშვებელია.