ატლანტაში, ერთ-ერთ კლუბში სროლის შედეგად ორი მამაკაცი დაიღუპა
ატლანტაში, ერთ-ერთ კლუბში სროლის შედეგად ორი მამაკაცი დაიღუპა

ატლანტაში, ერთ-ერთ კლუბში სროლის შედეგად ორი მამაკაცი დაიღუპა, კიდევ ოთხი ადამიანი დაჭრილია. ინფორმაციას ამის შესახება ამერიკული ტელეკომპანია ABC News ავრცელებს.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც კლუბში რეპ-კონცერტი მიმდინარეობდა. სროლა რამდენიმე ადამიანს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას მოჰყვა.

შეიარაღებულმა პირმა კლუბში შეკრებილი ხალხის მისამართითაც გახსნა ცეცხლი. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ინციდენტის შეიარაღებულმა მონაწილემ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლო.