ათივე გუნდი ცნობილია - ახალი სეზონისთვის ეროვნული ლიგა დაკომპლექტდა #1TVSPORT
ათივე გუნდი ცნობილია - ახალი სეზონისთვის ეროვნული ლიგა დაკომპლექტდა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის პლეი ოფის ეტაპი დასრულდა „სამტრედიამ“ და „თელავმა“ ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნეს და 2024 წლის სეზონისთვის ეროვნული ლიგა დაკომპლექტდა:

1. „დინამო“ (ბათუმი)

2. „დინამო თბილისი“

3. „ტორპედო“ (ქუთაისი)

4. „დილა“ (გორი)

5. „სამგურალი“ (წყალტუბო)

6. „საბურთალო“ (თბილისი)

7. „გაგრა“

8. „თელავი“

9. „სამტრედია“

10. „კოლხეთი 1913“ (ფოთი)
საქართველოს უმაღლეს საფეხბურთო ლიგაში 2023 წელთან შედარებით, მხოლოდ ერთი ცვლილება იქნება – ლიგიდან გავარდნილი ქობულეთის „შუქურა“ ფოთის „კოლხეთი 1913“-მა ჩაანაცვლა, რომელიც ქართული ფეხბურთის ელიტას ხუთწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

აღსანიშნავია, რომ უძველესი ქართული კლუბი წელს იუბილარია – ფოთის „კოლხეთი 1913“- ს დაარსებიდან 110 წელი შესრულდა.