ათი ქვეყანა, მათ შორის აშშ, ბრიტანეთი და კანადა, იემენში „ჰუსიტების“ წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
ათი ქვეყანა, მათ შორის აშშ, ბრიტანეთი და კანადა, იემენში „ჰუსიტების“ წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ათი ქვეყანა, მათ შორის აშშ, ბრიტანეთი და კანადა, იემენში „ჰუსიტების“ წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავს, რომ ეს დარტყმები განხორციელდა ინდივიდუალური და კოლექტიური თავდაცვის განუყოფელი უფლების საფუძველზე.

განცხადებას უერთდებიან აშშ, კანადა, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, დანია, გერმანია, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, სამხრეთ კორეა და ბაჰრეინი.

გავრცელებული განცხადებით, წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ მიერ გემებზე უკანონო, სახიფათო და დესტაბილიზაციისკენ მიმართული მუდმივი თავდასხმების საპასუხოდ, აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებულმა ძალებმა, ნიდერლანდების, კანადის, ბაჰრეინისა და ავსტრალიის მხარდაჭერით, ინდივიდუალური და კოლექტიური თავდაცვის განუყოფელი უფლების საფუძველზე, გაერო-ს წესდების შესაბამისად, ერთობლივად განახორციელეს დარტყმები იემენში, „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებად რაიონებში სამიზნეებზე.

ათი ქვეყნის განცხადებით, მაღალი სიზუსტის დარტყმების მიზანი იყო „ჰუსიტების“ შესაძლებლობების შესუსტება, რომლებსაც „ჰუსიტები“ იყენებენ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საზღვაო მარშრუტზე გლობალური ვაჭრობისა და საერთაშორისო მეზღვაურებისთვის საფრთხის შესაქმნელად.

როგორც ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ნოემბრის შუა რიცხვებიდან „ჰუსიტებმა“ წითელ ზღვაში 20-ზე მეტი თავდასხმა განახორციელეს კომერციულ გემებზე, რაც საერთაშორისო გამოწვევას წარმოადგენს. დღევანდელმა დარტყმებმა კი აჩვენა საზღვაო მიმოსვლის, საერთაშორისო ვაჭრობისა და უკანონო და გაუმართლებელი თავდასხმებისგან მეზღვაურთა სიცოცხლის დაცვის მიმართ მხარდაჭერა.

„ჩვენს მიზნად რჩება წითელ ზღვაში დაძაბულობის შემცირება და სტაბილურობის აღდგენა, თუმცა ჩვენი გზავნილი მკაფიოა: ჩვენ ყოყმანის გარეშე დავიცავთ ადამიანთა სიცოცხლეს და სავაჭრო ნაკადებს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ საზღვაო გზაზე არსებული საფრთხეების წინაშე“, – ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ძალებმა იემენში, „ჰუსიტების“ ობიექტებზე თავდასხმები განახორციელეს.