ათენში ვიზიტის ფარგლებში, კახა კუჭავამ პოლონელ კოლეგასთან გამართა შეხვედრა
ათენში ვიზიტის ფარგლებში, კახა კუჭავამ პოლონელ კოლეგასთან გამართა შეხვედრა

ათენში ვიზიტის ფარგლებში კახა კუჭავამ შეხვედრა გამართა პოლონელ კოლეგასთან.

პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის პრეზიდენტთან ელიბიეტა ვიტეკთან ​ შეხვედრაზე მთავარი საკითხი საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და ამ მიმართულებით გასატარებელი რეფორმები იყო.

„ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, მათ შორის საქართველოს ევროპულ მომავალზეც, ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ ქვეყნების მხარდაჭერა და დახმარება, რომლებსაც ევროკავშირის წევრობა სურთ. შესაბამისად, ჩვენ გვსურს, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ამ გზაზე იმდენად, რამდენადაც შეგვიძლია, გამოცდილებისა თუ ინფორმაციის გაზიარებით. მე შევთავაზე თქვენი პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ თუ ამის სურვილი არსებობს, შეგვიძლია საქართველოს პარლამენტს გავუზიაროთ ის გამოცდილება, რაც ევროპულ გზაზე დაგჭირდებათ კანონშემოქმედებით პროცესებში. ვფიქრობ, მას ეს იდეა მოეწონა. აქვე გეტყვით, რომ საქართველოსა და პოლონეთს შორის ურთიერთობები ძალიან კარგად ვითარდება, მნიშვნელოვანია, გვქონდეს დემოკრატიული მანდატი ხალხისგან, რათა მხარი დავუჭიროთ მთავრობების ახლო მუშაობას. ვგეგმავთ მეტ შეხვედრებს, კომიტეტებს შორის, ვფიქრობ საპარლამენტო დიპლომატია უმნიშვნელოვანესი ასპექტია საერთაშორისო თანამშრომლობაში“, – განაცხადა ვიტეკმა.