ათენში მდებარე უკრაინის საელჩოზე თავდასხმა სცადეს
ათენში მდებარე უკრაინის საელჩოზე თავდასხმა სცადეს

ათენში, უკრაინის საელჩოზე უცნობმა პირებმა თავდასხმა სცადეს.

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაველ კლიმკინმა „ტვიტერზე“ დაწერა, თავდასხმის მცდელობის შედეგად არავინ დაშავებულა.

მისი თქმით, ათენში მდებარე უკრაინის საელჩოზე იერიში უცნობმა პირებმა მოლოტოვის კოქტეილებით მიიტანეს.

უკრაინის პირველმა დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრდება.

ოფიციალურ კიევთან შეთანხმებით, საბერძნეთის სამართალდამცავმა ორგანომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

დატოვე კომენტარი