ათენსა და ბერლინში მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების საწინააღმდეგო აქციები გაიმართა
ათენსა და ბერლინში მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების საწინააღმდეგო აქციები გაიმართა

ათენსა და ბერლინში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო აცრებისა და მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების საწინააღმდეგო აქციები გაიმართა.

საბერძნეთის პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დემონსტრანტები სამართალდამცველებს აალებულ ნივთებსა და სხვა საგნებს ესროდნენ.

საბერძნეთის პარლამენტის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა სავალდებულო აცრები გააპროტესტეს. საბერძნეთის 11 მილიონი მოქალაქის 50 პროცენტზე მეტი სრულად არის აცრილი.

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის და მოხუცთა თავშესაფრების თანამშრომლებისთვის პირველი სექტემბრიდან აცრა სავალდებულო ხდება. კორონავირუსული ინფექციის შეზღუდვის მიზნით დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს გერმანიის დედაქალაქში.

ბერლინის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. ქვეყანა ინფექციის გავრცელების მეოთხე ტალღაშია. ვაქცინაციაში მეტი ადამიანის ჩასართავად, მთავრობამ განაცხადა, რომ 11 ოქტომბრიდან უფასო ტესტების შეთავაზებას შეწყვეტს, გარდა იმ პირებისთვის, ვისთვისაც არ არის რეკომენდებული ვაქცინაცია, მაგალითად, ბავშვები და ორსული ქალები.