ათენი-თბილისის სპეცრეისით საქართველოს 185 მოქალაქე დაბრუნდა
ათენი-თბილისის სპეცრეისით საქართველოს 185 მოქალაქე დაბრუნდა

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ მიერ შესრულებული ათენი-თბილისის სპეცრეისით სამშობლოში 185 მოქალაქე დაბრუნდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს ეკონომიკის სმაინისტროდან აცნობეს, მოქალაქეებმა აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგადაც სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ავტობუსებით ისინი საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს. 14-დღიანი კარანტინის დროს უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 84 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება. ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეებში 4 919 ადამიანია განთავსებული.