„ატალანტას" პრეზიდენტი ბერგამოს კლინიკის მონახულების შემდეგ - ეს მსოფლიო ომია
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისტ „ატალანტას“ პრეზიდენტმა ანტონიო პერკასიმ ილაპარაკა შთაბეჭდილებებზე, რომელიც ბერგამოს საავადმყოფოს მონახულებისას მიიღო.
„მე შევედი და… მხოლოდ ტირილი მინდოდა. ეს მსოფლიო ომია. ვეფერები ყველას, ვინც იტანჯება და მადლობას ვუხდი ყველა ექიმსა და მთელ სამედიცინო პერსონალს. ისინი დაუჯერებელ სამუშაოს ასრულებენ. როცა საავადმყოფოში იმყოფები, ეს კოშმარს ჰგავს, მხოლოდ ტირილი გინდებათ. ჩვენს წინაშეა სანიტარული ბომბი, უხილავი მტერი. ეს ყველაფერი მსოფლიო ომს ემსგავსება“, – მოჰყავს პერკასის სიტყვები RTL-ს.