„ატალანტას“ ფორვარდი - ბერგამოს ქუჩები საშინელებათა ფილმის სცენას ჰგავს
„ატალანტას“ ფორვარდმა ალეხანდრო გომესმა კორონავირუსთან დაკავშირებით ქალაქ ბერგამოში შექმნილ სიტუაციაზე ილაპარაკა.
„ყველა ადამიანმა უნდა დაიცვას წესები. ჩვენთან ბერგამოში მხოლოდ სუპერმარკეტები დარჩა, სხვა ყველაფერი დიდი ხანია დაკეტილია. მაგრამ შეგიძლიათ ნივთების ინტერნეტით გამოწერა. ყველაფერს სახლში მოგიტანენ.
ქალაქის ქუჩები საშინელებათა ფილმების სცენას ჰგავს. და ეს არ არის გადაჭარბებული ნათქვამი. მე არგენტინიდან ვარ, ამიტომაც მუდმივად ვიღებ იქიდან სიახლეებს. ბევრი ადამიანი არ იღებს უსაფრთხოების საჭირო ზომებს. მათ არ ესმით, რამდენად მძიმე სიტუაციაა. მარტო ბერგამოში 400 ადამიანია ინფიცირებული“, – მოჰყავს გომესის სიტყვები „ფუტბოლ იტალიას“.