„ატალანტამ“ სეზონში გატანილი გოლების რეკორდი დაამყარა
„ატალანტამ“ სეზონში გატანილი გოლების რეკორდი დაამყარა

იტალიის ჩემპიონატის 32-ე ტურის შემდეგ, ბერგამოსატალანტამ“ სეზონში ყველა ტურნირზე გატანილი გოლების რაოდენობით, ახალი საკლუბო რეკორდი დაამყარა. ბურთი რომელიც უკრაინელმა რუსლან მალინოვსკიმ „იუვენტუსის“ კარში გაიტანა, გუნდისთვის 104-ე აღმოჩნდა მიმდინარე სეზონში. მანამდე „ატალანტას“ ამდენი გოლი არასდროს გაუტანია.

ბერგამოელები იტალიის ჩემპიონატში 67 ქულით მესამე ადგილზე იმყოფებიან. პირველ ადგილზე მყოფ „იუვენტუსს“ კი 76 ქულა აქვს. ისიც აღსანიშნავია, რომ ბერგამოელებს სერია ა-ში 32 ტურის შემდეგ 87 გატანილი ბურთი დაუგროვდათ. 100 გოლამდე ასასვლელად მათ იტალიის ჩემპიონატში კიდევ ექვსი შეხვედრა აქვთ დარჩენილი.