„ატალანტამ“ დავითაშვილის ტრანსფერზე მოლაპარაკება შეწყვიტა – „ოლიმპიაკოსი“ ისევ გააქტიურდა #1TVSPORT

16:25, 19.07.2026

სენტ-ეტიენმა“ უარი თქვა იტალიური კლუბის, „ატალანტას“ შეთავაზებაზე ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერთან დაკავშირებით – ინფორმაციას პორტუგალიელი ჟურნალისტი პაბლო ოლივეირა ავრცელებს.

მისი ცნობით, იტალიური კლუბის შეთავაზება 13 მილიონ ევროს აღწევდა, თუმცა ფრანგულმა გუნდმა უარი თქვა, რადგან ის 20 მილიონს ითხოვს. უარის შემდეგ „ატალანტამ“ მოლაპარაკებების შეწყვიტა და სხვა ვარიანტებზე გადაერთო.

ბერძნული გამოცემა Sports-ი კი ამტკიცებს, რომ „ოლიმპიაკოსმა“ ფრანგებს დავითაშვილის თაობაზე ახალი და გაუმჯობესებული წინადადებით მიმართა.

„როგორც ჩანს, „ოლიმპიაკოსს“ გადაწყვეტილი აქვს მნიშვნელოვანი ტრანსფერის განხორციელება და 25 წლის ქართველი ვინგერი ზურიკო დავითაშვილი მათ რადარზე რჩება. პირეოსის გუნდი „სენტ-ეტიენისთვის“ ახალ, გაუმჯობესებულ შეთავაზებას ამზადებს მას შემდეგ, რაც უარი მიიღეს პირველ ოფიციალურ შეთავაზებაზე – 10.5 მილიონი ევრო პლუს 3 მილიონი ბონუსების სახით.

დავითაშვილმა ოფიციალურად მოითხოვა ტრანსფერი. მან „სენტ-ეტიენს“ აცნობა, რომ ლიგა 2-ში თამაშს არ აპირებს და კარიერის ისეთ ევროპულ გუნდში გაგრძელება სურს, სადაც ტიტულებისთვის იბრძოლებს და ევროტურნირებზე ითამაშებს. ამ კუთხით დავითაშვილი „ოლიმპიაკოსს“ ამბიციების რეალიზებისთვის იდეალურ ადგილად მიიჩნევს“, – ამტკიცებს ბერძნული გამოცემა.

მსგავსი