„ასტონ ვილას“ ხელმძღვანელობა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ფინანსური კრიზისის მოგვარებას, ფეხბურთელებისთვის ხელფასის შემცირებით ცდილობს.
ინგლისური კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, „ასტონ ვილას“ ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი, გუნდის კრიზისიდან გამოსაყვანად ხელფასის 25 პროცენტზე უარს ნებაყოფლობით ამბობენ.
მიღებული გადაწყვეტილებით, „ასტონ ვილას“ ხელმძღვანელობა სოლიდური თანხების დაზოგვას მოახერხებს და კლუბში დასაქმებული ადამიანების შემცირება არ მოუწევს.