„ასტონ ვილამ“ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა მთავარ მწვრთნელთან დინ სმიტთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ.
დინმა ბირმინგემული კლუბი 2018 წლის ოქტომბერში ჩაიბარა და პირველივე სეზონში გუნდი პრემიერლიგაში გადაიყვანა. გასულ სეზონში „ასტონ ვილამ“ მე-11 ადგილი დაიკავა ჩემპიონატში და ინგლისის ლიგის თასის ფინალში გავიდა, სადაც „მანჩესტერ სიტისთან“ წააგო.
მიმდინარე სეზონში „ასტონ ვილამ“ ბოლო ხუთი მატჩი ზედიზედ წააგო, რამაც გამოიწვია მწვრთნელის გადაყენება.