„ასტონ ვილამ“ მარკუს რაშფორდის გამოსყიდვაზე უარი განაცხადა, ფეხბურთელი „მანჩესტერ იუნაიტედში“ ბრუნდება #1TVSPORT
„ასტონ ვილამ“ მარკუს რაშფორდის გამოსყიდვაზე უარი განაცხადა, ფეხბურთელი „მანჩესტერ იუნაიტედში“ ბრუნდება #1TVSPORT

ბირმინგემის „ასტონ ვილამ“ ინგლისელი თავდამსხმელის, მარკუს რაშფორდის გამოსყიდვაზე უარი განაცხადა და ექვსთვიანი იჯარის შემდეგ ფეხბურთელი „მანჩესტერ იუნაიტედში“ ბრუნდება, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

ფეხბურთელის შეძენა ნებსიმიერ კლუბს ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯრის“ მიმდინარეობისას 40 მილიონ ფუნტად შეეძლება. სავარაუდოდ, 27 წლის ფეხბურთელს რუბენ ამორიმი შემადგენლობაში ადგილს არ გამოუყოფს.

ბირმინგემის „ასტონ ვილაში“ იანვარში გადასულმა რაშფორდმა ყველა ტურნირზე 17 მატჩი ჩაატარა და 4 გოლის გატანა შეძლო.

მისი მოქმედი კონტრაქტი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 2028 წლამდეა გათვლილი.