„ასტონ ვილამ“ ბრაზილიელი თავდამსხმელი 22 მილიონ ფუნტად შეიძინა
„ასტონ ვილამ“ ბრაზილიელი თავდამსხმელი 22 მილიონ ფუნტად შეიძინა

პრემიერლიგაში დაბრუნებულმა „ასტონ ვილამ“ ბელგიური „ბრიუგედან“ ბრაზილიელი თავდამსხმელი ვესლი (ვესლი მორაეშ ფერეირა და სილვა) 22 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეიძინა.

22 წლის ფორვარდს საკუთარი ქვეყნის ნაკრებში ჯერ არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდ ბრიტანეთში მუშაობის უფლებას ავტომატურად ვერ მიიღებს. მიუხედავად ამისა, ბირმინგემულ კლუბში დარწმუნებულნი არიან, რომ ბრაზილიელთან დაკავშირებით პრობლემა არ შეექმნებათ, რადგან მას ჩემპიონთა ლიგაზე აქვს ნათამაშევი, რაც გამონაკლისის დაშვებას შესაძლებელს ხდის.

ვესლი, რომელმაც გასულ სეზონზე 17 გოლი გაიტანა, „ბრიუგეში“ ოთხი წელი გაატარა და ორ-ორჯერ გახდა ბელგიის ჩემპიონი და სუპერთასის გამარჯვებული.