„ასტონ ვილამ“ 55 მილიონად შეიძინა პსჟ-ის გარემარბი #1TVSPORT

20:08, 01.09.2026

იბრაიმ მბაიე „ასტონ ვილას“ ფეხბურთელი გახდა.

ინგლისურმა კლუბმა ოფიციალურად გამოაცხადა „პარი სენ-ჟერმენის“ 18 წლის გარემარბის ტრანსფერის შესახებ. უფრო ადრე იტყობინებოდნენ, რომ გარიგების თანხა 55 მილიონ ევროს შეადგენდა.

გასულ სეზონში ლიგა 1-ში მბაიემ 24 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი