ასტანაში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტი მიმდინარეობს, რომელსაც ნიკოლ ფაშინიანი არ ესწრება
ასტანაში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტი მიმდინარეობს, რომელსაც ნიკოლ ფაშინიანი არ ესწრება

ასტანაში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტი მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ ყაზახური მედია ავრცელებს.

შეხვედრაში ყაზახეთის, რუსეთის, ბელარუსის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის ლიდერები მონაწილეობენ. სამიტს არ ესწრება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

როგორც ორგანიზაციის ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ თოყაევმა განაცხადა, ვიწრო წრეში გამართული ლიდერების შეხვედრაზე განიხილეს საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების აქტუალური პრობლემები და განსაზღვრეს სამომავლო წლის გეგმები.