„ასტანასა“ და ყაზახეთის ნაკრების ყოფილი მეკარე - „დინამოსთან“ მომენტების გამოყენება თბილისში თამაშს გაგვიადვილებდა #1TVSPORT
„ასტანასა“ და ყაზახეთის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ნენად ერიჩმა Meta-ratings.kz-სთან ინტერვიუში ჩემპიონთა ლიგაზე „დინამო თბილისთან“ პირველი მატჩის (1:1) შესახებ ისაუბრა.
„სამწუხაროა, რომ საკუთარ სტადიონზე, ჩვენი გულშემატკივრების თვალწინ შეხვედრის მოგება ვერ მოვახერხეთ. ვფიქრობ, რომ მეორე ეტაპზე გასვლის შანსი გვაქვს. ჩემპიონთა ლიგის პირველი თამაში ყოველთვის რთულია. ყაზახეთის ჩემპიონატისგან განსხვავებით, ევროპული შეჯიბრებები სხვა დონეა.
საკუთარი გამოცდილებიდან მახსოვს, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველი თამაშები ყოველთვის რთული იყო, არ აქვს მნიშვნელობა, ვინაა მეტოქე. პასუხისმგებლობით უნდა მივუდგეთ საპასუხო შეხვედრას და მოგებისთვის შესაძლებლობების მაქსიმუმი გავიღოთ.
რა შემიძლია ვთქვა თამაშზე? იყო მომენტები, რომელთა გამოყენებაც გვმართებდა და ეს საქმეს გაგვიადვილებდა. წინ საპასუხო მატჩია, სადაც ყველაფერი გადაწყდება“, – განაცხადა ერიჩმა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი „ასტანასა“ და „დინამოს თბილისს“ შორის ანგარიშით 1:1 დასრულდა. საპასუხო თამაში 19 ივლისს თბილისში გაიმართება.