„ასტანას“ მწვრთნელი - „დინამოს“ საკუთარ სტადიონზე თამაში მცირე უპირატესობას ანიჭებს #1TVSPORT
„ასტანას“ მთავარმა მწვრთნელმა, გრიგორი ბაბაიანმა ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო თბილისთან“ განმეორებით მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე გუნდის მზადებასა და შანსებზე ისაუბრა.
„ასტანის მატჩის შემდეგ „დინამოს“ თამაში გავაანალიზეთ და მოწინააღმდეგის ძალაზე რეალური წარმოდგენა შეგვექმნა. მატჩისთვის რამდენიმე დღეა, ვემზადებით. შემადგენლობაში ცვლილებები იქნება. რამდენიმე ახალი ფეხბურთელი დავიმატეთ და შემადგენლობაზე თამაშამდე ჩამოვყალიბდებით.
პირველი მატჩში უპირატესობა გვქონდა და საგოლე მომენტები შევქმენით, მაგრამ მეორე ტაიმში „დინამომ“ შეხვედრა შემოატრიალა და გაგვიტანა. ამიტომ თბილისელებთან სასურველი შედეგისთვის 200 პროცენტით უნდა დავიხარჯოთ, რადგან მეტოქეს მაღალი კლასის ფეხბურთელები ჰყავს და შეცდომის დაშვება არ შეიძლება.
საპასუხო შეხვედრამდეც მივიჩნევდი, რომ შანსები კვლავ 50/50-ზეა. თუმცა, „დინამოს“ მცირე უპირატესობას საკუთარ სტადიონზე თამაში ანიჭებს“, – ამბობს გრიგორი ბაბაიანი.
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი ყაზახეთის დედაქალაქში „ასტანასა“ და „დინამო თბილისს“ შორის 1:1 დასრულდა. საპასუხო თამაში 19 ივლისს თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართება. მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 20:00 საათიდან შემოგთავაზებთ.