„ასტანა“ „დინამო თბილისთან“ მატჩისთვის საქართველოში ჩამოფრინდა #1TVSPORT
„ასტანას“ ფეხბურთელები და სამწვრთნელო სტაფის წევრები თბილისში ჩამოფრინდნენ. ყაზახურმა გუნდმა „დინამო თბილისთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩისთვის მზადება დაასრულა.
კლუბის საქართველოს დედაქალაქში ჩამოსვლის კადრები სოციალური ქსელში კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა. „ასტანა“ სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ დაბინავდა.
შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში, „ასტანა არენაზე“ გამართული პირველი დაპირისპირება გუნდებს შორის ფრედ, 1:1 დასრულდა. საპასუხო მატჩი „დინამო არენაზე“ ოთხშაბათს, 19 ივლისს, 20:00 საათზე გაიმართება. წყვილში გამარჯვებული მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაგრების „დინამოსთან“ ითამაშებს.
საინტერესოა, რომ „ასტანასა“ და „დინამოს“ მიმდინარე სეზონამდე ერთმანეთთან არ უთამაშიათ. ყაზახური გუნდები ქართულ გუნდებს აქამდე 15-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც 9-ჯერ მოიგეს, 1 მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო 5-ჯერ ქართველებმა გაიმარჯვეს, გოლების სხვაობა 20:6. ბოლოს „დინამო თბილისმა“ ყაზახურ გუნდთან 2014/15 წლის სეზონში ითამაშა. თბილისელებმა „აქტობესთან“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორივე შეხვედრა წააგეს – 0:1, 0:3.