„ასოშიეთიდ პრესის“ ინფორმაციით, ჯო ბაიდენი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ორ კანდიდატს განიხილავს
„ასოშიეთიდ პრესის“ ინფორმაციით, ჯო ბაიდენი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ორ კანდიდატს განიხილავს

„ასოშიეთიდ პრესის“ ინფორმაციით, ჯო ბაიდენი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ორ კანდიდატს განიხილავს. ერთ-ერთი ბაიდენის თანაშემწე ენტონი ბლინკენია, ხოლო მეორე დელავერის შტატის სენატორი კრის კუნსი.

სააგენტოსთან საუბრისას ანონიმურმა წყარომ დაადასტურა, რომ ორივე მათგანი სახელმწიფო მდივნის პოსტის დაკავებით დაინტერესებულია.

თუმცა, როგორც ჟურნალისტები წერენ, ენტონი ბლინკენს ამ თანამდებობაზე დანიშვნის მეტი შანსი აქვს, რადგან „ბაიდენს არ სურს, კუნსის სახით სენატში ძლიერი მოკავშირე დაკარგოს“.

როგორც „ასოშიეთიდ პრესი“ წერს, ჯო ბაიდენი სახელმწიფო მდივნის პოსტზე რჩეულს მომდევნო დღეებში დაასახელებს.

ამასთან, გამოცემა „ჰილი“ წერს, რომ ბაიდენმა უკვე გააკეთა არჩევანი ენტონი ბლინკენის სასარგებლოდ.