„ასოშიეთედ პრესის“ ცნობით, აშშ-ში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გაკეთების რეკომენდაციას ყველა აცრილს მისცემენ
„ასოშიეთედ პრესის“ ცნობით, აშშ-ში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გაკეთების რეკომენდაციას ყველა აცრილს მისცემენ

ასოშიეთედ პრესის“ ცნობით, აშშ-ში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გაკეთების რეკომენდაციას ყველა აცრილს მისცემენ.

როგორც სააგენტოს ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ექსპერტები მოუწოდებენ მოქალაქეებ ვაქცინის დამატებითი დოზა მეორე აცრიდან რვა თვეში გაიკეთონ.

სპეციალისტები ასევე განიხილავენ, რამდენად იქნება საჭირო აცრილი მოქალაქეებისთვის უკვე შემოდგომაზე მესამე დოზის შეთავაზება.

როგორც ვარაუდობენ, საბოლოო რეკომენდაციას ექსპერტები ამ კვირაში გამოაქვეყნებენ. მესამე დოზით მოქალაქეების აცრა, მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც აშშ-ის მედიკამენტებისა და სურსათის ადმინისტრაცია ვაქცინების დამატებით დოზის მიღების მიზანშეწონილობას დაამტკიცებს. პირველ ეტაპზე დიდი ალბათობით სამედიცინო პერსონალს, ხანდაზმულთა სახლების თანამშომლებს და უფროსი ასაკის ამერიკელებს აცრიან.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას აშშ-ის ჯანდაცვის სპეციალისტებმა „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ვაქცინების მესამე დოზის რეკომენდაცია იმუნიტეტდაქვეითებული ადამიანებისთვის გასცეს.