„ასოშიეითიდ პრესის“ ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინა 12-დან 15 წლამდე ბავშვებში 100 პროცენტით ეფექტურია
„ასოშიეითიდ პრესის“ ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინა 12-დან 15 წლამდე ბავშვებში 100 პროცენტით ეფექტურია

ასოშიეითიდ პრესის“ ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინა 12-დან 15 წლამდე ბავშვებში 100 პროცენტით ეფექტურია.

ახალ კვლევაში, რომელსაც სააგენტო ეყრდნობა, 2 260 მოზარდი მონაწილეობდა. შედეგად, „კოვიდ-19“-ის 18 შემთხვევა გამოვლინდა იმ ჯგუფში, რომლის წევრებსაც ვაქცინის ნაცვლად პლაცებო გაუკეთეს, ხოლო ჯგუფში, რომლის წევრები „ფაიზერის“ ვაქცინით აცრეს, ინფიცირების შემთხვევა არ გამოვლენილა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ახალი კვლევა იძლევა იმედს, რომ ბავშვების აცრა შემდეგ სასწავლო წლამდე დაიწყება.

კომპანიის ინფორმაციით, ის უახლოეს ხანში მიმართავს აშშ-ის მედიკამენტების ადმინისტრაციას, რათა ვაქცინა 12-და 15 წლამდე ასაკის ბავშვებშიც დაიშვას.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად „ფაიზერის“ ვაქცინა 16 წელს ზემოთ მოზარდებშია დაშვებული.