აშშ ყველა საერთაშორისო რეისის მგზავრებს კოვიდტესტის პასუხის წარდგენას მოსთხოვს

12:04, 13.01.2021

აშშ ყველა საერთაშორისო რეისის მგზავრებს კოვიდტესტის პასუხის წარდგენას მოსთხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს.

შესაბამისი მოთხოვნა 26 იანვრიდან შევა ძალაში და აშშ-ში ჩასულ ყველა მგზავრისთვის მისი დაცვა სავალდებულო იქნება. მგზავრებს „კოვიდ-19“-ის ტესტის პასუხის წარდგენა დაგეგმილ ფრენამდე სამი დღით ადრე მოუწევთ. მათ, ვისაც კოვიდინფექცია უკვე გადატანილი აქვთ, ამის დამადასტურებელ სამედიცინო ცნობას მოსთხოვენ.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე კოვიდტესტის წარდგენას აშშ-ის ხელისუფლება მხოლოდ დიდი ბრიტანეთიდან ჩასულ მგზავრებს ავალდებულებს.

მსგავსი