აშშ ყატარში სამხედრო ავიაბაზის, ელ-უდეიდის გაფართოებასა და მოდერნიზებას აპირებს
აშშ ყატარში სამხედრო ავიაბაზის, ელ-უდეიდის გაფართოებასა და მოდერნიზებას აპირებს

ამერიკის შეერთებული შტატები ყატარში მდებარე ამერიკული სამხედრო ავიაბაზის, ელ-უდეიდის გაფართოებასა და მოდერნიზებას გეგმავს. შესაბამის შეთანხმებას სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ დოჰაში ვიზიტისას მოაწერა ხელი.

ამჟამად ელ-უდეიდის ბაზაზე განთავსეულია აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა, რომელიც სირიაში, ერაყსა და ავღანეთში ოპერაციებს კოორდინირებას უწევს. ბაზაზე 10 ათასამდე ამერიკელი სამხედროა დისლოცირებული.

დოჰაში ვიზიტისას სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ყატარსა და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნების უთანხმოებების მოგვარებისკენ მოუწოდა.

„დავა ქვეყნებს შორის, რომლებსაც საერთო მიზნები აქვთ, არასდროს მოიტანს წარმატებას“, -აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა,

შეგახსენებთ, 2017 წელს საუდის არაბეთმა ყატარი ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა და მასთან ურთიერთობები გაწყვიტა, რის შემდეგაც ანალოგიურ ზომებს მიმართეს რეგიონის სხვა ქვეყნებმაც. ყატარს მხარდაჭერა ირანმა და თურქეთმა გამოუცხადეს.

სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ახლო აღმოსავლეთის ტურნეში იმყოფება, რომლის ფარგლებშიც დაახლოებით 10 ქვეყანაში ჩავა. ყატარიდან პომპეო საუდის არაბეთში გაემგზავრა. როგორც გამგზავრებამდე სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრესთან, პრინც მუჰამედ ბინ ალმანთან შეხვედრისას ის ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზე პასუხისიმგებელი პირების დასჯაზე ისაუბრებს.