აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში დონალდ ტრამპისა და საუდის არაბეთის კავშირებს გამოიძიებენ
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატიული პარტია დაზვერვის პანელზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და საუდის არაბეთის კავშირებს გამოიძიებს. Washington Post-ის ინფორმაციით, კომიტეტი გამოიკვლევს აშშ-ის დაზვერვის სამსახურების შეფასებას ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით, იემენის ომს, ასევე საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის მდგომარეობას, მის დამოკიდებულებას კრიტიკოსების და პრესის მიმართ.
თეთრი სახლი გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს. აშშ-ის პრეზიდენტი გამორიცხავს მოსაზრებას, რომ ჯამალ ხაშოგის მკვლელობა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა, მოჰამედ ბინ-სალმანმა შეუკვეთა.