აშშ ვენესუელის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს
აშშ ვენესუელის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს

აშშ-მა ვენესუელის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, შავ სიას დაემატა ოთხი კომპანია და ვენესუელასთან დაკავშირებული ცხრა სანავთობო ტანკერი, მათ შორის იტალიის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერები.

„აშშ განაგრძობს ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს არალეგიტიმური რეჟიმის წინააღმდეგ მტკიცე ზომების მიღებას, ასევე მათ წინააღმდეგ, ვინც მხარს უჭერს მადუროს რეჟიმს და ხელს უწყობს ვენესუელაში ჰუმანიტაულ კრიზისს“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტში განმარტავენ, რომ „შავ სიაში“ შეყვანილი კომპანიები ნავთობის ვენესუელიდან კუბაში ტრანსპორტირებას ახორციელებდნენ.

დატოვე კომენტარი