აშშ ვენესუელაში გარდამავალი მთავრობის ფორმირების ინიციატივით გამოდის
აშშ ვენესუელაში გარდამავალი მთავრობის ფორმირების ინიციატივით გამოდის

აშშ ვენესუელაში გარდამავალი მთავრობის ფორმირების ინიციატივით გამოდის.

ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ გააკეთა. მისი თქმით, ვაშინგტონის ინიციატივაა, შეიქნას „სახელმწიფო საბჭო, რომელიც ქვეყანას ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე, მართავს“.

პომპეოს თქმით, ახალი ორგანო დაკომპლექტდება როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების წევრებისგან.

ამასთან ერთად, როგორც ნიკოლას მადურომ, ისე ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუადომ, ქვეყნის გარდამავალი მთავრობა უნდა აღიარონ. ქვეყანაში უნდა გაიმართოს არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლები გაუწევენ მონიტორინგს, ხოლო „უცხო ქვეყნების უსაფრთხოების ძალებმა ვენესუელა უნდა დატოვონ“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, თუ ეს პირობა შესრულდება, მაშინ აშშ-ის მიერ ვენესუელას მთავრობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოიხსნება.

გასულ კვირას აშშ-მა ნიკოლას მადურო და მისი მოკავშირეები „ნარკო-ტერორიზმში“ დაადანაშაულა და მადუროს დაკავებისთვის ჯილდოს სახით 15 მილიონი დოლარი დააწესა.

ვენესუელაში უკვე წელზე მეტია, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური სიტუაცია დაძაბულია. აშშ-მა, ვენესუელის პრეზიდენტად მესამე ვადით ნიკოლას მადუროს არჩევა არალეგიტიმურად გამოაცხადა და ქვეყნის დროებით პრეზიდენტად ოპოზიციონერი და ვენესუელას პარლამენტის თავმჯდომარე ხუან გუაიდო აღიარა. ანალოგიური პოზიცია აქვს ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობას და საქართველოსაც, რომლებიც ვენესულას დროებით პრეზიდენტად ხუან გუაიდოს მიიჩნევენ.

დატოვე კომენტარი