აშშ ვენესუელადან საელჩოს ყველა თანამშრომელს გამოიყვანს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა. მაიკ პომპეოს თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ვენესუელაში ვითარების გაუარესებას უკავშირდება და საელჩოში ამერიკელი დიპლომატების ყოფნა აშშ-ის პოლიტიკისთვის დამაბრკოლებელი გახდა.
კარაკასში განთავსებული დიპლომატიური წარმომადგენლობა ამერიკის საელჩოს თანამშრომლების ნაწილმა მიმდინარე წლის იანვარში დატოვა. 11 მარტს ვენესუელას რეჟიმის ლიდერმა, ნიკოლას მადურომ ორი ადამიანის დაკავების შესახებ განაცხადა, რომლებსაც ქვეყნის ელექტროსისტემის საბოტაჟი ედებათ ბრალად. მადურომ კაშხლის საკომუნიკაციო სისტემების დაზიანებაში აშშ დაადანაშაულა.