აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ რამდენიმე მუსლიმური ქვეყნიდან შესვლის შეზღუდვის შესახებ ტრამპის განკარგულება ძალაში დატოვა
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ რამდენიმე მუსლიმური ქვეყნიდან შესვლის შეზღუდვის შესახებ ტრამპის განკარგულება ძალაში დატოვა

ამერიკის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განკარგულება, ქვეყანაში რამდენიმე მუსლიმური ქვეყნიდან მოქალაქეების შესვლის შეზღუდვასთან დაკავშირებით.

ხუთი მოსამართლე ვაშინგტონის ადმინისტრაციის მხარს უჭერს, ოთხი წინააღმდეგი წავიდა. სასამართლოს დადგენილებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტს კანონი არ დაურღვევიათ, როდესაც საემიგრაციო განკარგულება გამოსცა.

დეკემბრის დასაწყისში, სან ფრანცისკოს ოლქის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ დოკუმენტის დებულებები პრეზიდენტის უფლებამოსილების ფარგლებს ცდებოდა.

ტრამპის ამ განკარგულების თანახმად ხუთი ქვეყნის მოქალაქეს (ირანი, ლიბია, სომალი, სირია და იემიენი) ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესვლა შეეზღუდა.

ტრამპის ამ ინიციატივას უფლებადამცვლები მკაცრად აკრიტიკებენ.