აშშ უკრაინისთვის ახალი, 2,6 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემას გეგმავს
აშშ უკრაინისთვის ახალი, 2,6 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემას გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის ახალი, 2,6 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემის შესახებ აცხადებს. ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსამსახურის ცნობით, სამხედრო დახმარების პაკეტი ორი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი მოიცავს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინიციატივით, 2,1 მილიარდი დოლარის იარაღის შეკვეთას მწარმოებლებისთვის და არა – აშშ-ს სამხედრო მარაგების გამოყენებას.

სამხედრო დახმარებაში იგულისხმება საბრძოლო მასალა საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, საჰაერო სათვალთვალო რადარებისთვის და ასევე ტანკსაწინააღმდეგო სისტემა „ჯაველინისთვის“.

მეორე ნაწილი კი, პრეზიდენტის ინიციატივით, აშშ-ს მარაგებიდან იარაღის მიწოდებას მოიცავს. როგორც ცნობილია, ამ ნაწილში მოხვდება დამატებითი საბრძოლო მასალა „პეტრიოტის“ სარაკეტო სისტემისთვის და ასევე მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა „ჰიმარსისთვის“. პენტაგონის ხელმძღვანელის, ლოიდ ოსტინის თქმით, ერთი წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 32 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია, ხოლო მოკავშირე ქვეყნების დახმარება 20 მილიარდს აღემატება.