აშშ უკრაინას 300 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

23:22, 12.03.2024

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 300 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს.

შესაბამისი განცხადება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა გააკეთა.

„ეს არის დახმარება, რომელიც უკრაინას სჭირდება, რათა თავი დაიცვას რუსეთის თავდასხმებისგან“, – განაცხადა სალივანმა.

ეს 2023 წლის დეკემბერის შემდეგ პირველი დახმარების პაკეტია, რომელიც აშშ-მა უკრაინას გამოუყო. უკვე რამდენიმე თვეა, კონგრესში უკრაინის დახმარების პაკეტი რესპუბლიკელების მიერ იბლოკება.

მსგავსი