აშშ უკრაინას 250 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს
აშშ უკრაინას 250 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

აშშ უკრაინას 250 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს AIM-9M-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის რაკეტებს, HIMARS-ის რაკეტებს, 155მმ და 105მმ საარტილერიო ჭურვებს, განსანაღმ აღჭურვილობას, „ჯაველინებსა“ და სხვა ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს.

ბლინკენის განცხადებით, ახალ სამხედრო დახმარებაში ასევე შედის სამ მილიონზე მეტი მცირე ზომის იარაღი და სასწრაფო დახმარების მანქანები.

ცნობისთვის, ომის დაწყების შემდეგ აშშ-ის სამხედრო დახმარების ჯამური ღირებულება უკრაინისთვის დაახლოებით 44 მილიარდ დოლარს აღემატება.